მთავარისიახლეებისაზოგადოება„აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!”- გამოფენა ზუგდიდში

„აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!”- გამოფენა ზუგდიდში

Published on

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით წარმოადგინა პროექტი – „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!”პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შსს არქივის სპეციალური გამოშვება – ,,არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი“, სადაც ასახულია არქივში არსებული მასალების მცირე ნაწილი, რომლებიც ეხება ზუგდიდის რაიონს. კერძოდ, კრებულში თავმოყრილია გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში; გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა; 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები; სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კრებულში თავმოყრილი საინტერესო მასალები, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ.ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“. კინოჩვენებასთან ერთად მოეწყო გამოფენა ბანერებისა და სხვა ილუსტრირებული მასალის სახით.

სიახლეები

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება, სადაც...