მთავარისიახლეებისაზოგადოებანატო უდესიანი: სახელმწიფო მანქანა პოლიტიკურ დევნას უკვე მთელი ოჯახების მიმართ ახორციელებს

ნატო უდესიანი: სახელმწიფო მანქანა პოლიტიკურ დევნას უკვე მთელი ოჯახების მიმართ ახორციელებს

Published on

ბაღების დირექტორების გათავისუფლებები გრძელდება. ამჯერად თანამდებობები 4 სკოლამდელი სასწავლებლის ხელმძღვანელს დაატოვებინეს. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი ფინანსური გადაცდომა გახდა.

გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზეს არ ეთანხმებიან, როგორც ყოფილი ხელმძღვანელები, ასევე აღსაზრდელების მშობლებიც. 36-ე საბავშვო ბაღში დირექტორის გათავისუფლების გამო მშობლებმა პროტესტი გამოთქვეს. მშობლების თქმით, დირექტორი დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა თავს. მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახალი დირექტორი შენობაში არ შეუშვან.

თბილისის 36-ე საბავშვო ბაღში ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი  არ საუბრობენ საბავშვო ბაღის  დირექტორის ელზა უდესიანის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების შესახებ. თავად ელზა უდესიანი  თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას  პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.  იგი  აცხადებს, რომ მას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა და დაკითხა. უდესიანის თქმით, მათი დაკვეთით ხდება მათთვის არასასურველი დირექტორების გათავისუფლება.

„ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, სახელმწიფო მანქანა ებრძვის გია უდესიანს, ვინაიდან ვარ გია უდესიანის და, შერჩევით მოხდა ამ ფინანსური დოკუმენტაციის გაწვევაც,“– ,,გია უდესიანის წინააღმდეგ დღეს არნახული ბინძური ბრძოლა გააჩაღეს, როგორც კი მისი სურვილი, მონაწილეობა მიეღო მესტიიდან მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ცნობილი გახდა გარკვეული სახელისუფლებო წრეებისთვის'' – განაცხადა ელზა უდესიანმა. 

ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს გია უდესიანის  კიდევ ერთი და – ინგა უდესიანი-გუგავა, რომელიც  85-ე ბაღის დირექტორი იყო. გუშინ ბრალდებულ გია უდესიანის დამ ნატო უდესიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.  ”ორივე დის შემთხვევაში არნახული ზეწოლა მიმდინარეობდა ჩვენი ძმის, გია უდესიანის ფაქტორიდან გამომდინარე. ორივე და აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა რეალურად ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა. ჩემს დებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მე პროტესტის ნიშნად წამოვედი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, სადაც 2001 წლიდან ვმუშაობდი”, – განაცხადა ნატო უდესიანმა, რომლის მტკიცებითაც, გარკვეული სახის ზეწოლა, რომ უწყებიდან წასულიყო, მასზეც ხორციელდებოდა. საკუთარი ნებით წამოსვლით მე გამოვხატავ  პროტესტს არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებზე დღეს განხორციელებული უპრეცედენტო რაღაც ანგარიშსწორებითი სახის ზეწოლის გამო, რომელსაც სხვას ვერაფერს ვუწოდებ თუ არა რეპრესიას, არამედ ჩემი პროტესტი გამოხატავს დღეს არსებული ხელისუფლებისთვის მიუღებელი, ყველა უსამართლოდ რეპრესირებული პირის სათქმელს '' – აცხადებს ნატო უდესიანი. 

 

სიახლეები

MEGOBARI ACT – 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

სამოქალაქო აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ ანაკლიაში მდებარე საძოვარზე 380 მეტრიანი გეოგლიფი დაამზადეს,...

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...