ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე დასაქმებულ მოვაჭრეებს დღეს დილით აქციის მცდელობა ქონდათ. მოვაჭრეებმა გასაყიდი საქონელი ბაზრის გარეთ გამოიტანეს და ამ ფორმით გარევაჭრობის წინაარმდეგ პროტესტი გამოხატეს. აქციის მონაწილეები ამბობენ,რომ გარევაჭრობის გამო მათთან მყიდველი არ შემოდის და ფაქტიურად უმუშევრად რჩებიან.