მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონი: “ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში თითქმის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დაკარგა

პენტაგონი: “ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში თითქმის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დაკარგა

Published on

 

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ კუკის  განცხადებით, ჯიჰადისტებმა ნავთობის საცავებზე წვდომა დაკარგეს. ასევე მათ  ჩაკეტილი აქვთ ფინანსური დახმარების მიღების ყველა წყარო.

ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ამერიკის შეერთებული შტატების ანტიჯიჰადისტური კოალიციის ქმედებების შედეგად ერაყში დაპყრობილი ტერიტორიების 45% დაკარგა. სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” დანაკარგმა დაპყრობილი მიწების 16%-20% შეადგინა.

გუშინ ერაყის პროვინციაში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანბარ აბუ ბახიბის ლიკვიდაცია განხორციელდა. როგორც BBC წერს,  ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის პიტერ კუკის განცხადებით, ავიაიერიში ავტომობილზე განხორციელდა, სადაც ბახიბი იმყოფებოდა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიადარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ სამი მებრძოლის ლიკვიდაციაც განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ანბარ აბუ ბახიბის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე დაზუსტებული ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ არ არსებობდა.

დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ყოფილი წევრი აბუ ბახიბი ერაყში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს მან გაქცევა მოახერხა.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...