მთავარისიახლეებითვალსაზრისიდაღვინებული დემოკრატიის ნორმები და საარჩევნო სიები

დაღვინებული დემოკრატიის ნორმები და საარჩევნო სიები

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ  საარჩევნო სიის პირველი ათეულისა და ახალი სახეების ოფიციალური წარდგენის შემდეგ სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მსჯელობა ზოგადად პარტიის განახლების  არსის შესახებ.

არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის მისაღები ასე მკვეთრი ცვლილება, ამდენი ახალი სახე იმ პარტიის საარჩევნო სიის, როგორც მინიმუმ, პირველ ათეულში და, სავარაუდო ოცეულში , რომელსაც მისი პოტენციური ელექტორატის  დიდმა ნაწილმა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ძველი გუნდის  ხათრით უნდა დაუჭიროს მხარი  იმ პირობით, რომ გუნდი შეინარჩუნებს ოდესაში მყოფი ლიდერის ტემპებს და შეუპოვრობას  ქვეყნის აღმშენებლობაში ( ყველა გაგებით)?  

თავისი გააკეთა მითქმა – მოთქმამ, რომელიც გამოიწვია  ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ვაშაძის წასვლამ და მისმა განცხადებამ, რომელშიც  იგი კაბინეტურ მმართველობაზე ლაპარაკობს,  ამ განცხადებამ და სხვა მოარულმა ხმებმაც, მათ შორის სკაიპით კონსულტაციის პროცესში შესაძლოა სავსებით ჯანსაღი კამათის შესახებ  სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებულმა  ინფორმაციამ, არა ერთსა და ორს აღუძრა ეჭვები, რომ სია ,,თბილისის კაბინეტში'' შედგა და მასში ნაკლებად არის გათვალისწინებული ნაციონალური მოძრაობის მთავარი ფიგურის აზრი, მიუხედავად იმისა, რომ    თავად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად მიესალმება პარტიის ამგვარ განახლებას და უფრო მეტიც, თავად ეს მესიჯი, როგორც ნაციონალური მოძრაობის კურსის,ისე შემადგენლობის განახლების თვალსაზრისით,  პირველად სწორედ მის მიერ გაჟღერდა  ოქტომბრის არჩევნებში პირველობის დაკარგვის შემდეგ.

სოციალურ ქსელებში ხშირდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, ვინ არიან ფართო საზოგადოებისთვის უცნობი პირები , განსაკუთრებით რეგიონების კვოტებიდან, რომელნიც  საარჩევნო სიის გამოქვეყნებულ ნაწილში არა, მაგრამ ახალ სახეებად (უკვე წარდგენილთა ჩათვლით) და, შესაძლოა, სიის დანარჩენ ნაწილში ივარაუდებიან. ღირდა კი მათ გამო უკვე გამოცდილი ( არა მხოლოდ წლების, არამედ ამომრჩევლის მიერ) კადრების უკან დაწევა?    ბევრს ეს აღუძრავს კითხვას, ხომ არ არის ეს განახლება განახლებისთვის, ანუ თვითმიზანი. 

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით. "ნაციონალების სია ვნახე. შთამბეჭდავი ათეულია, მაგრამ აი მერე რომ სოფიო სიუკაევა, ლელა ქებურია, ნინო კვიტაიშვილი, მარიამ რამინაშვილი წერია. ვინ არიან?"

ეს კითხვა სავსებით ლეგიტიმურია, ამ ადამიანებს ალბათ ჯერ მხოლოდ წარმომდგენნი იცნობენ და თავიანთი  კრიტერიუმებით ყავთ შერჩეული, მაგრამ ცალკე საკითხია ისიც, რომ კითხვებია საზოგადოების იმ ლოკალურ ნაწილშიც, რომელიც მათაც  იცნობს და იმ ადამიანებსაც, რომელიც მათ ადგილზე სურდა ეხილა –  არა პირადი კეთილგანწყობის გამო, არამედ იმ საქმეებისთვის, რაც მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკეთებიათ დევნილი ნაციონალური მოძრაობის პრინციპებისა და პოზიციის დაცვა – გატარებისათვის  როგორც ქვეყანაში,  ისე რეგიონებში მიმდინარე პროცესებში. 

  პოლიტოლოგი გია ნოდია  ასე აჯამებს საზოგადოებაში  არსებულ კითხვებს  განახლების არსთან დაკავშირებით:   

,,ქართული პოლიტიკური საზოგადოების ფეტიშია – არახალი, მაგრამ მდგრადი – „ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი. პარტიის მუდმივი განახლება თვითმიზანია, „ახალი სახეები“ აპრიორი ძველზე უკეთესია, თუ ვინმე ორი ვადით იყო პარლამენტში ან რამე თანამდებობაზეა ნამყოფი, „ბებერი ნიანგია“. თუ განახლება რადიკალური არაა, „ფასადური განახლებაა“ და ა. შ. 

„განახლების“ თვითმიზნურობა არაზროვნების ნიმუშია. ცხადია, ცხოვრებაში ყველაფერს სჭირდება განახლება და განვითარება, მაგრამ ასევე საჭიროა მემკვიდრეობითობა და გამოცდილება. რომელი ჯობია: გამოუცდელი სტომატოლოგი თუ გამოცდილი? პოლიტიკაში რატომ უნდა იყოს სხვანაირად? გამოუცდელობა ბადებს „უბიწოების“, „გაუსვრელობის“ ილუზიას, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. 

მაგალითად, ის, რომ ვარდების რევოლუციამდე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა რვაწლიანი პოლიტიკური გამოცდილება (ძირითადად, შევარდნაძის ხელისუფლებაში), მისი პლუსი იყო და არა მინუსი. ჯერ ერთი, ეს მას უფრო კომპეტენტურად აქცევდა. მეორეც, მის მომხრესაც და მოწინაამღდეგესაც ჰქონდა კონკრეტული საფუძველი მის შესაფასებლად. 

ოქტომბრის არჩევნებში, ისტორიაში პირველად, ამომრჩევლებს ექნება საშუალება აირჩიოს ორ გუნდს შორის, რომელსაც, ორივეს, აქვს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება (ვიცი, რომ სხვებიც არიან, მაგრამ იმათ ეს გამოცდილება არა აქვთ, რაც, წესით, მათი სისუსტეა). დაღვინებულ ანუ „კონსოლიდირებულ“ დემოკრატიებში ეს ნორმაა: ხალხს ახსოვს, დღევანდელი ოპოზიცია როგორ იქცეოდა, როცა მთავრობა იყო (მათ შორის ამიტომაც ქციათ ასეთ დემოკრატიებს „კონსოლიდირებული“). ეს არის ძალიან კარგი, რადგან ხალხს აქვს საშუალება იმსჯელოს არა ლამაზი სიტყვებით და დაპირებებებით, არამედ იმით, თუ რა გაუკეთებია როგორც ერთ, ისე მეორე პოლიტიკურ ჯგუფს. ორივე მათგანი, პირველ რიგში, იმით განისჯება, რასაც ინგლისურად ქვია “political record”, და არა სამომავლო პროგრამებით, რომელიც შეიძლება რომელიმე დაქირავებულ პოლიტკონსულტანტს დააწერინო და მერე ნაგავში მოისროლო (როგორც ხდება ხოლმე). 

თუ ნაციონალურ მოძრაობას ან ქართულ ოცნებას უნდა ამომრჩევლის მოზიდვა, მათ ის, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებაში ყოფნისას თავისი მიღწევებით უნდა მიიზიდონ (თუ აქვთ, ცხადია). ამიტომ სიაში ორივეს უნდა ჰყავდეს ხალხი, რომლებიც ამ მიღწევებთანაა ასოცირებული. თუ ისინი კურსს ძირითადად „ახალ სახეებზე“ აიღებენ, ესე იგი, თავისი წარსულის თვითონვე რცხვენიათ. მაგრამ მაშინ რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი? ''  

,,პასუხი ერთია: პირველი ათეულის წარმოდგენით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განახლების ნება გამოავლინა. სიის დანარჩენ ნაწილში სტრატეგიული კურსის განგრძობადობის ნება უნდა გამოჩნდეს. '' – ეს უკვე  გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის კახა ლომაიას კომენტარებიდანაა  სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...