მთავარისიახლეებიინტერვიულაშა ბერულავა - ენმ-ს: დიდი ბოდიში, უნდა გითხრათ - ასე შორს ვერ...

ლაშა ბერულავა – ენმ-ს: დიდი ბოდიში, უნდა გითხრათ – ასე შორს ვერ გაფრინდებით

Published on

 

ლაშა ბერულავა- ენმ-ს: დიდი ბოდიში, უნდა გითხრათ- ასე შორს ვერ გაფრინდებით ჟურნალისტი, „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა ერთიან ეროვნულ მოძრაობას მიმართავს და რეგიონული კონფერენციების საკითხს ეხმიანება, სადაც ერთიანი სიის კანდიდატები განიხილეს და წარადგინეს. ბერულავა, როგორც თავად წერს, რიგითი ამომრჩევლის პოზიციიდან აფასებს სიტუაციას და ზუგდიდში გამართული რეგიონული კონფერენციის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დიდი ბოდიში, უნდა გითხრათ: ერთი მხრივ, ძალიან მოსაწონი და მისასალმებელია, რომ რეგიონული ორგანიზაციები თავად წყვეტენ, თბილისიდან ჩარევის გარეშე, ვინ იყოს გამსვლელ სიაში და ვინ არა, ანუ, თავად ასახელებენ რჩეულებს. მეორე მხრივ, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვთქვათ, ზუგდიდის რჩეული სამიდან ერთი არის მერყევი პოზიციით ცნობილი, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის უცნობი პირი, რომელმაც ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე აქტიურად დაიწყო მათთან თანამშრომლობა და როცა მოხსნეს, მერე ისევ ენმ-ს მიაკითხა. და ეს ქალი, სამეგრელოს კვოტით, გამსვლელ სიაში მოხვდება, სავარაუდოდ. არაფერი პირადი, უბრალოდ, ფაქტები. კიდევ ერთხელ ვამბობ- თქვენი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ, ასე შორს ვერ გაფრინდებით. რიგითი ამომრჩეველი, რომელმაც სხვა ამომრჩეველთა აზრი იცის“, – წერს ლაშა ბერულავა. შეგახსენებთ, ენმ-ს სამეგრელოს რეგiონალურ კონფერენციაზე ერთიან სიაში თენგიზ გუნავას, ლაშა დამენიასა და ლელა ქებურიას კანდიდატურა წარადგინეს. როგორც სტატუსიდან ჩანს, ბერულავა სწორედ ამ უკანასკნელის დასახელებას მიიჩნევს მიზანშეუწონლად.

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...