მთავარისიახლეებისამართალიირაკლი ალასანია: ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი...

ირაკლი ალასანია: ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი იქნება”

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამარტულ პროცესზე ,,ე/წ/ კაბელების საქმეში ბრალდებულებს ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ადვოკატები აცხადებენ, რომ  მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების პასუხად თავისუფალი დემოკრატები აქციების გამართვას აანონსებენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში დღეს სპეციალური განცხადება გაკეთდება. თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს არის აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო, საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ეს მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა. არ შევარჩენთ ამ გადაწყვეტილებას, მის გვარს და სახელს ყველა ბოძზე გავაკრავთ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მე თქვენთან ერთად იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთი უსამართლო სასამართლო იყოს. მე თქვენი პირადი მტერი ვარ დღეის შემდეგ,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 ,,სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან – დღესაც გამოჩნდა, რომ სასამართლო საქმეებში ატიურად არიან ჩართული გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. თბილისის საქალაქო  სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტლება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი იქნება'' – განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების'' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.    

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....