მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ასე არ შეიძლება, ამხანაგო ვალია! ''– კონსტანტინე გამსახურდია პარტიულ ინტერესებსა და მწერლობის...

,,ასე არ შეიძლება, ამხანაგო ვალია! ”– კონსტანტინე გამსახურდია პარტიულ ინტერესებსა და მწერლობის დანიშნულებაზე

Published on

,,დღეს, აბაშაში კონსტანტინობა აღინიშნება რესპუბლიკელებმა განიზრახეს უტიფრად მოსვლა აბაშაში და ხალხთან შეხვედრა, რაზეც ჩვენებმა შეუთვალეს რომ ფეხის შედგმა არ გაებედათ, გზიდანვე გაიქცნენ და ამჟამად ზუგდიდში არიან შეყუჟულნი,, – განაცხადა გუშინ   მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.  – იქიდან გვითვლიან აქ მაინც მოგვეცით საშუალება კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე ვილაპარაკოთო. ილაპარაკეთ ხელს არ შეგიშლით, მაგრამ სახალხოდ მოინანიეთ და ბოდიში მოიხადეთ 1992 წელს მხედრიონთან ერთად სამეგრელოს აოხრებისთვის და პუტჩის იდეური მხარდაჭერისთვის, თორემ მეორეჯერ ……………..ისე კიდევ კარგი ჭკუა იხმარეთ და აბაშაში არ გამოჩნდით, თორემ ვერც მე და ვერც დაცვები ვერ გიშველიდათ, რადგან ხალხს მხედრიონივით ძულხართ.ისე კუდამოძუებული ბერძენიშვილების ნახვა ერთობ სასიამოვნო იყო,“ – წერს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, გუშინ რესპუბლიკელებმა ზუგდიდში, დადიანების ისტორიული სასახლის ეზოში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი  მიღება მოეწყვეს,  ხოლო საზეიმო მიღებამდე  გვირგვინით შეამკეს ზვიად გამსახურდიას ძეგლი. 

მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა  კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებასა და იმაზე ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარტიისთვის ამ ორი პიროვნების ინტელექტუალური მემკვიდრეობა და ქვეყნის დასავლურ განვითარებაში შეტანილი წვლილი.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება  მუშაობა ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალის დადგმისთვის.

არავისა აქვს ზვიად გამსახურდიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ,,მონოპოლიზების'' უფლება (არც სანდრო ბრეგაძეს, რომლის მოძრაობა ზვიად გამსახურდიას გზას დღეს, რბილად რომ ვთქვათ, სულ სხვაგვარად ხედავს, ვიდრე მაშინ და ისე, როგორიც ის იყო და არის სინმადვილეში),  მაგრამ, სავსებით მართალია იმაში, რომ  ჯობდა რესპუბლიკელებს, ყოველ შემთხვევაში, მათ  ძველ ლიდერებს ( ამ პარტიასაც ჰყავს თავისი  ნიანგები),   ეს    წვლილი გახსენებოდათ მაშინ, როცა   სხვებთან ერთად თავად მათ მიერაც დევნილი  ზვიად გამსახურდია  ტყეში ეთხოვებოდა სიცოცხლეს, ხოლო,  კოლხურ კოშკში  აუტოდაფე  იყო გამართული.  და კიდევ,  მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიას სახელის  გამოყენებისა საარჩევნო ვნებების პრელუდიად ელემენტარული უტაქტობაა ( ეს საზეიმო მიღება სწორედ ამას გავს) .  ,,ასე არ შეიძლება, ამხანაგო ვალია! '' – არ შეიძლება არ გაგახსენდეთ კონსტანტინე გამსახურდიას რეპლიკა  ვალია ბახტაძისადმი, რომელიც მგზნებარედ  ქადაგებდა   პარტიული ინტერესების სამსახურში მწერალთა ჩადგომის  აუცილებლობას. 

 

 

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...