14 მაისს ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის ორგანიზებით მეოთხედ ჩატარდა ლეგენდარული მოცეკვავეების ძმები მოსიების სახელობის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეებმა, რომელთა გამოსვლას აფასებდა სპეციალური ჟიური.საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი მურმან გამისონია,ქორეოგრაფთა კავშირის გამგეობის წევრი გოჩა გრძელიშვილი, ფოთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გიგლა თურქია, ფესტივალის დირექტორი და დამფუძნებელი რომეო ბულია.ძმები მოსიების სახელობის ფესტივალის მონაწილეები იყვნენ როგორც ზუგდიდის, ასევე ჩხოროწყუს, ჯვარის, წალენჯიხის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ფოთის ქორეოგრაფიული ანსამბლები.ძმები მოსიების სახელობის დიპლომი გადაეცა ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის სკოლასთან არსებულ ლერი მოსიას სახელობის ქორეოგრაფიულ სტუდია კოლხას , რომლის ხელმძღვანბელები არიან ემირ, დათა და ინეზა ნადარეიშვილები.ფესტივალზე გამოვლინდნენ ზუგდიდის გამარჯვებული ანსამბლები -„ იმედი „(სოფო შანავა, ლევან ფიფია) „სიჭაბუკე“- ქორეოგრაფი გურამ ჭკადუა „ცისკარი“( რომეო ბული,ა მაკა გვიჩია), „მტრედები“- გურგენ სამუშია, „თუთარჩელა“- მალხაზ გვარამია.“ სადადიანო“-გურამ ნარმანია. „ქერუბიმი“-ლევან გაბედავა,“ ლაზიკა“- პაატა ჟვანია, მადონა გეთია,ასევე ფესტივალს ყავდა დებიუტანტები ანსამბლი „სამება“-ხელმძღვანელები ნიკა ჯანაშია, ონისე ჭითაშვილი და „ეგრისი“-ნიკა გამისონია და შარამუში ცაავა. გამარჯვებულ ანსამბლებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრებიგადაეცა.ჟიურის გადაწყვეტილებით ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა ქორეოგრაფი გურამ ჭკადუა, ხოლო უხუცესი ქორეოგრაფი ამაგდარის ორდენი გადაეცა ჩხოროწყუს ანსამბლის ქორეოგრაფს ჯემალ ჟვანიას.. ანსამბლ „კოლხას“ ქორეოგრაფი დათა ნადარეიშვილი ქორეოგრაფიული მოღვაწეთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა თამაზ მოსიამ ამაგდარის ორდენზე წარადგინა. ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და ის მეოთხე წელია ტარდება, ფესტივალის მხარდამჭერია ზუგდიდის კულტურის ცენტრი „ოდიში“(დირექტორი ნინო მამფორია)
ქორეოგრაფიულ სტუდია „კოლხას „ძმები მოსიების სახელობის დიპლომი გადაეცა
სიახლეები
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.
„როგორც საზოგადოებისთვის...
საზოგადოება
EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს.
საუბარია ახალ წესებზე, რომლის...
საზოგადოება
სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...
საზოგადოება
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...