მთავარისიახლეებისაზოგადოებამათთვის, ვისთვისაც დღევანდელი წვიმა მოულონელი აღმოჩნდა...

მათთვის, ვისთვისაც დღევანდელი წვიმა მოულონელი აღმოჩნდა…

Published on

დღეს, ნაშუადღევს ზუგდიდში უმნიშვნელო პაუზებით წამოვიდა ძლიერი წვიმა დასავლეთის ქარის თანხლებით.  გარემოს ეროვნული სააგენტოს გაცხადებით ასე გაგრძელდება ხვალაც, რადგან მომდევნო კვირის პროგნოზებით ამინდები არამდგრადი იქნება მთელ საქართველოში. 

16 მაისს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი10-15 მ/წ, ზოგან ძლიერი- 20-25 მ/წ. ასევე, ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.

ჰაერის ტემპერატურა კოლხეთის დაბლობზე იქნება ღამით- 13-18 OC, დღისით-18-23OC. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში იქნება ღამით- 13-18 OC, დღისით- 20-25 OC, მთაში ღამით- 7-12 OC, დღისით- 16-21 OC, მაღალ მთაში ღამით- 4-9 OC, დღისით- 10-15 OC. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღეს ღამით16 OC იქნება, ხვალ კი- 22 OC.
საქართველოს მასშტაბით17 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, თუმცა დრო გამოშვებით იწვიმებს. 

სიახლეები

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას...

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...