მთავარისიახლეებისამართალიახალი კანონი ანგრევს საკონსტიტუციო სასამართლოს და მორგებულია დაკვეთას დაადუმოს რუსთავი –2

ახალი კანონი ანგრევს საკონსტიტუციო სასამართლოს და მორგებულია დაკვეთას დაადუმოს რუსთავი –2

Published on

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დღეს შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მათი ფორსირებული მიღება პარლამენტის მიერ განპირობებულია რუსთავი 2 – ის დადუმების მისწრაფებით – ასე აფასებს მთელი ოპოზიციური სპექტრი პარლამენტის დღევანდელი სხდომის შედეგებს. 

დღევანდელი სესიის დანიშვნა გუშინ ღამით გამართულ ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომელიც ხმაურით მიმდინარეობდა. თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, არ გაეტანათ საბოლოო მოსმენით  მიღებისათვის კანონპროექტი, რომლის საბოლოო ვარიანტს, არავინ, მათ შორის ვენეციის კომისიაც არ იცნობს. მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტი სხდომა დაინიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით  თემის განხილვა საგანგებოდ დაამთხვიეს ქართული ოცნების დღევანდელ ყრილობას.

 ნაციონალური მოძრაობა სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. უმრავლესობამ საჭირო ხმების მოსაპოვებლად თავისი ძალების სრულიმობილიზება მოახდინა – სესიას დაესწრო კობა დავითაშვილიც კი, რომელიც აქ დიდი ხანია არ გამოჩენილა.   კანონპროექტს მისი ჩათვლით  81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 

ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონი ამ სახით ანგრევს საკონსტიტუციო სასამართლოს და არღვევს კონსტიტუციას. ისინი მიმართავენ პრეზიდენტს თხოვნით ვეტო დაადოს მას.

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. 

გარდა ამისა, შედის კიდევ რამდენიმე ცვლილება და მათ შორის ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. 

 

 

 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...