მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს დილით ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეებს თავიანთი დახლები ...

დღეს დილით ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეებს თავიანთი დახლები ადგილზე არ დახვდათ

Published on

 დღეს დილით  ზუგდიდის ბაზრის გარეპერიმეტრზე გარემოვაჭრეებს  თავიანთი  დახლები  ადგილზე არ დახვდათ. ეს ის დახლებია, რომელთა შენარჩუნებისათვის გარემოვაჭრეები უკვე წელიწადზე მეტია პერიოდულ  საპროტესტო აქციებს მართავენ.  ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მათ დიდი ხანია აეკრძალათ მუშაობა ბაზრის გარე ტერიტორიაზე, თუმცა გარემოვაჭრეები ამ აკრძალვას მათი საჭიროებების იგნორირებით ხსნიან და  ვაჭრობას დღემდე აგრძელებდნენ.

დახლების აღებას გარემოვაჭრეთა პროტესტის ახალი ტალღა მოყვა –  საპროტესტო აქციაზე შეკრებილები  აღშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათი თქმით, ხელისუფლებას ისინი დახლების აღების შესახებწინასწარ  არ გაუფრთხილებია, ამასთან აცხადებენ, რომ  გადაწყვეტილებას უკანონოა და გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ.  ,, სხვაგვარად ოჯახებს ვერ ვარჩენთ, ყველას სესხები გვაქვს აღებული'' – განმარტავენ ისინი. 

გარემოვაჭრეები  მერთან შეხვედრას მოითხოვენ. 

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...