მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიო რბენის დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტიც შეუერთდა.

მსოფლიო რბენის დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტიც შეუერთდა.

Published on

8 მაისს "Wings for Life World Run“ მსოფლიო რბენის დღე აღინიშნება.საქველმოქმედო მარათონში მსოფლიოს 6 კონტინენტი, 33 ქვეყანა და 100 000 მეტი მორბენალია ჩართული. მსოფლიო რბენის დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტიც შეუერთდა. სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტური დღეების ფარგლებში,,მსოფლიო რბენის" დღესთან დაკავშირებით მარათონში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ლექტორ-მასწავლებლებმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მარათონმა სტარტი აიღო თამარ მეფის ქუჩიდან და უნივერსიტეტში დასრულდა. მარათონის გამარჯვებული ვაჟებიდან უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე ქაჯაია , ხოლო გოგონებიდან რუხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლიკა ჩემინავა გახდა.გამარჯვებულ მონაწილეებს თასები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. გარბენში ასევე მონაწილეობდა შოთა მესხიას უნივერსიტეტის სენაკის ბაზის პროფესიულ-საგანამანათლებლო პროგრამების სტუდენტები.“ჩვენ ვართ ევროპული უნივერსიტეტი, ევროკავშირის დღეების აღნიშვნას ვიწყებთ დღეიდან და ვუერთდებით ღონისძიებას, რომელიც ხვალ მთელი საქარველოს მასშტაბით ტარდება, მარათონის ჩატარებისთვის კი მადლობას ვუხდით სპონსორებს, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელმაც წვლილი შეიტანა მის განხორციელებაში -„ -განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.

საქართველო მარათონში მესამე წელია ჩართულია.მსოფლიო რბენა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში, ასი ათასობით ადამიანი 35 ქვეყნიდან გაერთიანდა, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...