მთავარისიახლეებიპოლიტიკალაშა დამენია: "ქართული ოცნება აგრესიით აპირებს არჩევნების მოგებას"

ლაშა დამენია: “ქართული ოცნება აგრესიით აპირებს არჩევნების მოგებას”

Published on

ზუგდიდის უნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დღეს დილით პარტიის ოფისის წინ ბანერი ჩამოხეული, ხოლო სახელმწიფო დროშა წაქცეული დახვდათ. ფაქტზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცავები და დაკითხვაზე ოჯახის უფროსიც იმყოფებოდა. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა დამენია მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება პარტიას ვერ ერევა და ბრძოლა საარჩევნო ბანერებს და სააგიტაციო მასალებს დაუწყო". ლაშა დამენიას განცხადებით, “მითი იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილი რამეს შეცვლის ეს არის ტყუილი.რაც დრო გადის კვირიკაშვილიც ემსგვასება ღარიბაშვილს. ქართული ოცნება აგრესიით აპირებს არჩევნებზე გამარჯვებას, მაგარამ დამერწმუნეთ, რომ ეს მხოლოდ მათი ოცნებაა და ოცენებად დარჩება.  პარტიას ვერ ერევიან და ებრძვიან ბანერებს და სააგატაციო მასალებს. თუ არა ხელისუფლება მას გამვლელი კაცი ვერ გააკეთებდა. ბანერებთან ბრძოლა არ გამოუვა ქართულ ოცნებას. 22  მაისს ზუგდიდში წააგებს ქართული ოცნება, 2016 კი ნაგავში გაუშვებს" – აცხადებს ლაშა დამენია.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები ნაცატუ-კორცხელში 2016 წლის 22 მაისს გაიმართება.

სიახლეები

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...

სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. უწყების ცნობით,...

სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებულ ფოტოში...

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ მის მიმართ გადაწყვეტილებები...