მთავარისიახლეებისაზოგადოება24 არასამთავრობო ორგანიზაცია ”პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებს

24 არასამთავრობო ორგანიზაცია ”პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებს

Published on

კოჯრის გზატკეცილზე, სადაც“პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს, 24 არასამთავრობო ორგანიზაცია აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პროექტ ”პანორამა თბილისის” მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქალაქი ყველასია და არა ერთი ადამიანის საკუთრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაცია „რაჭის მცველების“ წარმომადგენელმა ირაკლი სარდანაშვილმა განუცხადა, მოსახლეობას სუნთქვა და ჰაერი სჭირდება.  ადგილზე იმყოფება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, აქციის მიზანია ”ის ადამიანი მიხვდეს, რომ ეს ქალაქი არ არის ყანა, რომელსაც შემოღობავ, რადგან ბევრი ფული გაქვს”. მისივე თქმით, საჯარო სივრცეებს ყველა ადამიანი უნდა უფრთხილდებოდეს.საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები და დროშები სახელწოდებით „ქალაქი ჩემია“, „არა პანორამას“. 
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. 

 

ინტერპრესნიუსი

სიახლეები

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...

სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. უწყების ცნობით,...

სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებულ ფოტოში...

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ მის მიმართ გადაწყვეტილებები...