მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგობის დღეს ტაძრებში წირვა ჩატარდა.

გიორგობის დღეს ტაძრებში წირვა ჩატარდა.

Published on

ახალის სტილით 6 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა დიდმოწამის გიორგის ხსენების დღეს.ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 23 აპრილს (6 მაისს) – წმინდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გადავიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში).ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად აღინიშნება წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. უამრავ ადგილას – ქალაქებში, სოფლებში, უდაბნო ადგილებში აღმართული იყო წმინდა გიორგის სალოცავი. ახლაც შენდება მის სახელზე ტაძრები საქართველოში. წმინდა გიორგის სადიდებელი ჰიმნებით თუ მის მიერ აღსრულებული სასწაულების აღწერით ძალიან მდიდარია არა მარტო ჩვენი საეკლესიო მწერლობა, არამედ ქართული ფოლკლორიც. ქართველებს სწამდათ, რომ წმინდა გიორგი გაჭირვების ჟამს ეხმარებოდა ჩვენს მხედრობას ბრძოლებში. წმინდა გიორგი ითვლება მეომარ რაინდთა მფარველად. მას მიმართავენ ადამიანები თავის დაცვისა და განსაცდელიდან გამოხსნის მიზნით.გიორგობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ვლაქერნის ხატის სახელობის საკათერდო ტაძარში წირვა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიან აღავლინა.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...