მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ჩემი ახალი გუნდის შედეგებით ძალიან ბევრს...

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ჩემი ახალი გუნდის შედეგებით ძალიან ბევრს გავაოცებთ

Published on

გიორგი ვაშაძე პარლამენტში მხარდაჭერებს ხვდება. დეპუტატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეონა ჭალიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეხვედრაზე არიან ის ადამიანებიც, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატები დატოვეს. 
განცხადება თავად გიორგი ვაშაძემაც გააკეთა.„ოთხი წლის განმავლობაში მჯეროდა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” არსებობდა პერსპექტივა, დღეს კი ერთადერთ პერსპექტივად ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა მიმაჩნია“, – განაცხადა ვაშაძემ.  მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა პარტიის სახელწოდებას და თანაგუნდელების ვინაობას ამ დრომდე არ ასახელებს. „2016 წლის არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შედეგებით ძალიან ბევრს გავაოცებთ. რაც შეეხება სიას, ამას გადაწყვეტს შიდა დემოკრატიული პროცესი. ცნობილ სახეებთან დაკავშირებით კი ვფიქრობ, რომ დღეს სრულიად ახალი სახეებია საჭირო“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ. ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა. ის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. 

ინტერპრესსნიუსი

სიახლეები

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...

სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. უწყების ცნობით,...

სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებულ ფოტოში...

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ მის მიმართ გადაწყვეტილებები...