მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში სკოლის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ზუგდიდში სკოლის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

Published on

ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ შენობაში მეათე კლასის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი შემთხვევით გამვლელმა იპოვა. არსებული ინფორმაციით, ის ზუგდიდის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ადგილზე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. 
 
შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. ამჟამად გარდაცვლილის გვამი ქუთაისში ლევან სამხარაულის სწახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 
უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი.

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...