გოგონათა შორის ევროპის მათემატიკის მეხუთე ოლიმპიადაში (EGMO), რომელიც გაიმართა რუმინეთში, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს გოგონათა ნაკრებმა, რომლის ოთხი წევრიდან სამი კომაროვის სკოლის მოსწავლეა და სამივემ დაიმსახურა საპრიზო ადგილი. ესენი არიან:ელენე ყარანგოზაშვილი- ვერცხლის მედალი, მარიამ როგავა- ბრინჯაოს მედალი, სოფო ბრეგაძე- ბრინჯაოს მედალი. ჯგუფის ხელმძღვანელები- დიმიტრი არაბიძე და ივანე გოქაძე. 4 სკოლას შორის მოხდა მოსწავლეთა შერჩევა, საიდანაც შეირჩა 4 გოგონა, რომელთაგან 3 კომაროვის მოსწავლეა. 5 წელია ტარდება კონკურსი და მასში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 13 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ინტერესებს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჰონგ-კონგში გოგო დაიცავს.ინფორმაციას ამის შესახებ კომაროვის სკოლა ავრცელებს.
ელენე ყარანგოზაშვილი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ინტერესებს დაიცავს.
Published on