მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სააღდგომოდ გაფუჭებული ქათმები დაურიგეს

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სააღდგომოდ გაფუჭებული ქათმები დაურიგეს

Published on

სააღდგომოდ დარიგებული გაფუჭებული ქათმები? ისნის რაიონის გამგეობას ფონიჭალაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ედავებიან.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მუნიციპალიტეტისგან დარიგებულ ქათმებს, განსხვავებული შეფერილობა და სუნი ჰქონდა, რის გამოც მათ საჩუქრად დარიგებული ქათმები ვერ გამოიყენეს და უკან დააბრუნეს.

"იყო ძალიან ცუდი ქათმები, გაშავებული. როგორც კი გავხსენი, წავიღე უკან სასადილოში და ვკითხე: თქვენ შეჭამთ?… რაო, არ მოგწონსო? არა-მეთქი. გამგეობაში მითხრეს – ჩვენ მივირთვითო" – უთხრა რუსთავი 2 -ს ელმირა ჭედელაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით ისნის რაიონის გამგეობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ, როგორც გამგეობაში კურიერსგანუცხადეს, ისინი ბრალდებებს დღეს დღის განმავლობაში უპასუხებენ.

წყარო: რუსთავი 2

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...