მთავარისიახლეებიექსკლუზივითამაზ ჭილაძე, რობერტ სტურუა და გია ყანჩელი - საუკუნის პროექტი ზუგდიდში

თამაზ ჭილაძე, რობერტ სტურუა და გია ყანჩელი – საუკუნის პროექტი ზუგდიდში

Published on

28 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ – უნივერსალი“ ზუგდიდში საუკუნის პროექტს განახორციელებს. ორგანიზაციის დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ხატია ჯანაშიას ინფორმაციით, ამ დღეს ქალაქში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ჩვენს ქალაქს სპეციალური მოწვევით ესტუმრებიან მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი თამაზ ჭილაძე, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა და კომპოზიტორი გია ყანჩელი.

„არტ – უნივერსალის“ ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული პროექტი თამაზ ჭილაძის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. იუბილესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულისახელმწიფო დრამატული თეატრის დასი კლასიკოსი მწერლის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – „ნადირობის სეზონს“ წარუდგენს მაყურებელს (დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა, კომპოზიტორი გია ყანჩელი). სპექტაკლში მონაწილეობენ: ია სუხიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ზუკა პაპუაშვილი, ზაზა ბარათაშვილი, ანდრია თავბერიძე, კახა კუპატაძე, გაგი სვანიძე და ბექა სონღულაშვილი.

ღონისძიების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...