მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოთა რეხვიაშვილი: "მოსაზრება, რომ წყლის დაბინძურება კანალიზაციის მილის დაზიანებამ გამოიწვია, მცდარია"

შოთა რეხვიაშვილი: “მოსაზრება, რომ წყლის დაბინძურება კანალიზაციის მილის დაზიანებამ გამოიწვია, მცდარია”

Published on

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა შოთა რეხვიაშვილმა და მამუკა ცოტნიაშვილმა დღეს ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მაცხოვრებლებს შეხვდნენ და დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს. რეხვიაშვილის განცხადებით, გამოთქმული მოსაზრება, რომ წყლის დაბინძურება კანალიზაციის მილის დაზიანებამ გამოიწვია მცარია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წყალზე აღებული სინჯებით ირკვევა, რომ არსებობს გრუნტის წყლებიდან გარკვეული დაბინძურება და ნაწლავური ჩხირის პრობლემა. როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკითხის მოგვარება საჭირო ტექნოლოგიის დაცვით წარიმართება. 
 
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთა ახალ ჩასახლებაში წყლის დაბინძურების შედეგად 111 ადამიანი დაავადდა, აქედან 40 მცირეწლოვანია. ინფექციის პირველი შემთხვევა 7 აპრილს გამოვლინდა.
 
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯე" მოუწოდებს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით და ამასთან, შეისწავლოს თუ რა სახის სამუშაოები ჩატარდა და რაში დაიხარჯა თანხები. ორგანიზაციის თავმჯდომარე იაგო ფასანძე ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს დროულად დაინტერესდეთ აღნიშნული პრობლემით.
 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...