მთავარისიახლეებისაზოგადოება"საუნჯე" პროკურატურას მოუწოდებს დევნილთა დასახლებაში არსებული წყლისა და კანალიზაციის პრობლემა გამოიძიოს

“საუნჯე” პროკურატურას მოუწოდებს დევნილთა დასახლებაში არსებული წყლისა და კანალიზაციის პრობლემა გამოიძიოს

Published on

„საუნჯემ“ ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან დევნილებთან ერთად აქცია გამართა. ორგანიზაცია მოითხოვს პროკურატურა დაინტერესდეს დევნილთა ახალ ჩასახლებაში არსებნული წყლისა და კანალიზაციის პრობლემით. ასევე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრსა და განსახლების მინისტრს, უმოკლეს დროში უზრუნველყოფილი იქნას სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება. შეგახსენებთ, რომ დევნილთა დასახლებაში მოსახლეობას თითქმის ერთი თვეა ჭაბურღილის გაუმარტაობის შედეგად სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყლის სისტემის შეკეთების შემდეგ, გაჩნდა მეორე პრობლემა, ლაბორატორიული კვლევების შედეგად წყალში აღმოცენილი იქნა  „შეგილა“, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალში ჩაედინება საკანალიზაციო მილებიდან გაჟონილი მასა.“ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 111 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან 40-მდე მცირეწლოვანია. ამჟამად 5 წლის ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. 320 ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება, დასახლებაში ინფორმაციული ვაკუუმია და არ იცის თუ როდის მოგვარდება კონკრეტულად პრობლემა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებიტ დასაბუთებული განცხადებით მივმართავთ პროკურატურას, გამოიძიოს სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ დაიცვა თუ არა ტანამედროვე მოთხოვნები, განხორციელდა თუ არა სამუშაოები დაგეგმილტან შედარებით, რისთვისაც გაწეული იქნა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი. ჩვენი ორგანიზაცია იქნება ძალიან პრინციპული აღნიშნული საკითხის მიმართებაში და ბოლომდე დავეხმარებით დაზარალებულ ბავშვებს. ჩვენი ორგანიზაცია და აქ შექმნილი დევნილტა სათემო ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განსახლების მინისტრს,უმოკლეს დროში უზრუნველყფილი იქნას სასმელად ვარგისი,ჯანმრთელობისათვის უვნებელი სასმელი წყლის მიწოდება“- ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...