მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა მიქაია:"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში წარდგენილი კანდიდატი ამირან ლაგვილავა დღემდე პარტია „ერთიანი...

კახა მიქაია:”ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში წარდგენილი კანდიდატი ამირან ლაგვილავა დღემდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

Published on

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ დღეს ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და მოძრაობის ოფისში მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა. მიქაიას ინფორმაციით, ქართული ოცნების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში წარდგენილი კანდიდატი ამირან ლაგვილავა დღემდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მან დღეს ჟურნალისტებს ამის დასტურად ამირან ლაგვილავას სახელზე არსებული პარტიული მანდატიც წარუდგინა, რომელიც 2013 წლის 21 მარტსაა გაცემული და მასზე ხელს პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილიდა გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი აწერენ. ამასთან, კახა მიქაიას ინფორმაციით, ამირან ლაგვილავამ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც მიიღო.

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ამირან ლაგვილავას დასახელება სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას და ზუგდიდის კუდ -ის  ყოფილი უფროსის რუსლან შამახიას მოთხოვნით მოხდა და მისი კანდიდატად წარდგენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას მოსთხოვეს. მიქაია ქართული ოცნების ხელმძღვანელობას მოუწოდებს, გადაამოწმონ კანდიდატის წარსული.

ფაქტს, რომ სოფელ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია ადასტურებენ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ წევრის ბათლომე შელიას განცხადებით, ამირან ლაგვილავას პარტიის წევრობის შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავს, შესაბამისად ის დღემდე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრია. 

მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი თავად ამირან ლაგვილავამაც გააკეთა. სოფელ კორცხელის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატმა გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, თუმცა ედიშერ თოლორაიას ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ედიშერ თოლორაია თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ხოლო რაც შეეხება თენგიზ გუნავას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით,ეს სიცრუეა.

საკრებულოს შუალედური არჩევნები 22 მაისს გაიმართება. სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს საკრებულომ ხმათა უმრავლესობით სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ცოტნე მურღულიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...