მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

დღეს ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

Published on

დღეს ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება . დღის წესრიგში დგას  ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც   ითვალისწინებს საქართველოს  ჩასმას იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა.

ინიციატივის განხილვა  წინა კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო დღეისთვის გადაიდო.

დღესვე ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება. ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები.

მასზე განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, ქართული სამინისტროების წარმომადგენლები ევროპელ დეპუტატებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან მიმდინარე და გატარებული რეფორმების შესახებ.

საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...