მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ არის ალმას ჯაპუა და უკავშირდება თუ არა აფეთქება მის წინააღმდეგობას...

ვინ არის ალმას ჯაპუა და უკავშირდება თუ არა აფეთქება მის წინააღმდეგობას საცხოვრებელი ფართების უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხში, რასაც დაჟინებით მოითხოვს მოსკოვი?

Published on

ირკვევა გუშინ სოხუმში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები. ადგილზე მომუშავე სამართალდამცველების ცნობით, დეპუტატი ალმას  ჯაპუა, რომლის სამსახურებრივი მანქანაც აფეთქდა, ამ დროისათვის  ერთი საათის გადასული იყო მანქანიდან. მანქანა მთლიანად დამწვარია. მექანიკური დაზიანებები აქვს იქვე პარკირებულ კიდევ ორ მანქანას. აფეთქების ტალღა მისწვდა ორ გამვლელს, რომელნიც მსუბუქად არიან დაშავებულნი და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შინ გაუშვეს.    

მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ ე.წ. პარლამენტის დეპუტატები, გენერალური პროკურორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე და შსს მინისტრი. არც ერთი მათგანი ჯერ არ საუბრობს აფეთქების შესაძლო მიზეზებზე. 

სოხუმის პროკურატურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის
რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის  1 ნაწილის198  მუხლით (ტერორიზმი).

 გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ მოიწვია მუდმივმოქმედი საგამოძიებო–ოპერატიული ჯგუფის საგანგებო  სხდომა, ჯგუფში შედიან რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი პირები. თავის მხრივ, პარლამენტში დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატები ძალოვანი სტრუქტურებისაგან მოისმენენ  დეპუტატის მანქანის აფეთქების გამოძიების პირველ შედეგებს.

,,რა კომენტარები უნდა გაკეთდეს, როცა დეპუტატს მანქანას უფეთქებენ – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ – ჩვენ კვირას 11 საათზე ვიკრიბებით და იმედია ამ დროისათვის სამართალდამცავებს რაღაც მაინც ექნებათ გარკვეული და ჩვენთვის სათქმელი. '' 

ამასობაში კი მთელ აფხაზეთს მოედო ვარაუდი, რომ აფეთქება დაკავშირებულია ჯაპუას პოზიციასთან უძრავი ქონების ( საცხოვრებელი სახლების) უცხოეთის მოქალაქეთათვის მიყიდვის საკითხში და საერთოდ მის საქმიანობასთან პარლამენტში.  თუმცა სპიკერი ფრთხილია ამ ვარაუდის შეფასებაში: ,,არა მგონია ეს ინცინდენტი კანონპროექტთან იყოს დაკავშირებული. ჩვენ, რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს. დეპუტატისთვის მანქანის აფეთქება ეს უკვე მეტისმეტია  და სამართალდამცველებს ამაღამ სერიოზული მოქმედება  მოუწევთ.  ხვალ ჩვენ პირველ ანგარიშს  მოვითხოვთ მათგან. ''– აცხადებს იგი. 

ცნობისათვის: ალმას ჯაპუა პოლიტიკური პარტია ,,აინარის'' წარმომადგენელია. პარტია აერთიანებს  ახალგაზრდა სპეციალისტებს ეკონომიკის, მედიცინის, იურისპრუდენციის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებიდან. 

,,ჩვენი ძირითადი ამოცანაა გადავაქციოთ ჩვენი ერი ერთ მონოლითად. თუ ეს არ გამოგვივა, ჩვენი გათიშვა, ერთმანეთთან წაკიდება მუდამ იოლი იქნება. ჩვენი მენტალობა, ჩვენი აფსუარა არის ის, რამაც უნდა გაგვაერთიანოს.'' – ასეთია პარტიის პოზიცია. ალმას ჯაპუა მიეკუთვნება იმ დეპუტატთა რიცხვს, რომელიც წელიწადზე მეტია გაუბედავად, მაგრამ მაინც ცდილობს ამა თუ იმ საბაბით გადაავადოს უცხოელებისათვის უძრავი ქონების, პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართის მიყიდვის დაკანონება, რასაც დაჟინებით მოითხოვს მოსკოვი. 

 

 

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...