მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: მათგან, ვინც არჩევნებზე წასვლას გეგმავს, 36% გადაუწყვეტელია

NDI: მათგან, ვინც არჩევნებზე წასვლას გეგმავს, 36% გადაუწყვეტელია

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. მათ, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს, ჰკითხეს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, რაზეც უმეტესობამ – 36%-მა უპასუხა, რომ არ იცის, პასუხზე უარი თქვა 13%-მა.კოალიცია ქართული ოცნება 17%-მა დაასახელა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 14%-მა, თავისუფალი დემოკრატები 6%-მა, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი 3-3%-მა, ასევე 3%-მა სხვადასხვა პარტია.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი – 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...