ზუგდიდში, 9 აპრილის ღამეს დაღუპულებს პატივი მიაგეს [Video]

0
447

9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 27 წელი გავიდა.  თარიღთან დაკავშირებით ზუგდიდში, დაღუპულებს პატივი მიაგეს და  9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დაღუპულთა სულის მოსახლენიებლად პარაკლისი მამა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა, ხოლო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, 9 აპრილი საამაყო, ერის გამოღვიძებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღეა.

9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ თავმჯდომარის ლაშა ფარცვანიას განცხადებით, 9 აპრილი გმირობისა და თავგანწირვის დღეა.

9 აპრილის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას პატივი მიაგეს ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმაც. პარტიის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, ეს დღე მწუხრთან ერთად დიდი ზეიმის დღეცაა.

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიიდან 27  წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს. 1989 წლის9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი კი გაზით მოიწამლა

წინა სტატიალევან შონია: “9 აპრილი არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო”
შემდეგი სტატიაზუგდიდში პოლიციელი საკუთარ სახლთან დაჭრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური