მთავარისიახლეებისამართალი,,ეს მხოლოდ ,,ინტერნეტ ვირუსია'' - მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ პირადი...

,,ეს მხოლოდ ,,ინტერნეტ ვირუსია” – მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მორიგი გავრცელება არ დადასტურდა

Published on

მთავარი პროკურატურა თავის ოფიციალურ გვერდზე ფარული ჩანაწერების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.  

,,უკანასკნელ პერიოდში ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა სახის ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ თემაზე საჯარო სივრცეში გავრცელებულ ყველა განცხადებასა თუ შეტყობინების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება ხსენებულ შეტყობინებებში დაფიქსირებული ფაქტების ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გავრცელების მცდელობის დადგენა-პრევენციის მიზნით.

აღნიშნული შეტყობინებებისა და განცხადებების გადამოწმებისას ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება  და გაირკვა, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს. 

ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოფაილის გავრცელების მცდელობისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და  გავრცელების პრევენციის მიზნით  ვიდეოფაილების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე  უმოკლეს დროში  დაბლოკვა. ასევე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ვიდეოფაილის ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს  და გამავრცელებლის  დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს   თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. ასევე, საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.- ნათქვამია განცხადებაში

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...