მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველი: რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირებს უწევთ ცხოვრება, სამწუხაროდ, უკეთესობისკენ...

სახალხო დამცველი: რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირებს უწევთ ცხოვრება, სამწუხაროდ, უკეთესობისკენ არ იცვლება.

Published on

საქართველო უერთდება საერთაშორისო მოძრაობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისა  და   აქტიურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის.

21 მარტი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ   ოფიციალურად არის აღიარებული როგორც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე,    მეშვიდე წელია აღინიშნება მთელ მსოფლიოში და მიზნად ისახავს გარდატეხა შეიტანოს ძველ მიდგომებსა და შეხედულებებში, რომლის მთავარი ნიშანი იყო  ამ ადამიანების იზოლაცია, თვითიზოლაცია  და უხილაობა. მთელ მსოფლისი მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის შედეგად დღეს გაცილებით მეტმა იცის, რომ:  

ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნის სინდრომთან დაკავშირებული სტიგმა სამარცხვინოა საზოგადოებისთვის და მისი განათლების დაბალ ხარისხზე მეტყველებს.

საქართველოს  სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოში ყოველწლიურად უფრო ძლიერად გვესმის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების ხმა. სახალხო დამცველი მიინევს, რომ მიუხედავად ამისა რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირებს უწევთ ცხოვრება, სამწუხაროდ, უკეთესობისკენ არ იცვლება.

„სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირების მხრიდან, ნაკლები მიმღებლობა, დისკრიმინაცია და გარიყვა, სტიგმისშემცველი გარემო ერთიანობაში ქმნის საზოგადოებას, სადაც ინკლუზიის შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყოველდღიურად ექმნებათ ბარიერები საკუთარი უფლებების რეალიზების პროცესში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიღების დროს, როგორიცაა: ადრეული სამედიცინო კვლევა და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი ჩარევა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება სწავლების ყველა საფეხურზე, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრება.

უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს როლი და ეფექტური ნაბიჯები აღნიშნული პრობლემების დაძლევისთვის. ერთის მხრივ – დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება, ხოლო მეორეს მხრივ – ეფექტური კამპანიების, პროგრამების, ადეკვატური სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და უფლებადარღვევის ფაქტების პრევენციული ღონისძიებების დანერგვა უზრუნველყოფს თანაბარი და ინკლუზიური გარემოს შექმნას. მხოლოდ ასეთ გარემოშია შესაძლებელი დაუნის სინდრომის მქონე დღევანდელი ბავშვის და მომავალი ზრდასრულის ღირსეულად და დამოუკიდებლად ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვების თანასწორად ჩართვა.

აუცილებელია საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიური გარემოს მშენებლობის, მათი ღირსებისა და უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით. პასუხისმგებლობის ხარისხი განსაკუთრებით მაღალია ხელისუფლების ორგანოების თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებისთვის.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, უმთავრესად სახელმწიფოს, საკუთარი ქმედებებით თუ უმოქმედობით არ შეუწყოს ხელი არსებული სტერეოტიპებისა და მანკიერი დამოკიდებულების გაძლიერებას და სრული ძალისხმევა მიმართოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინკლუზიის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

 

 

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...