მძღოლების საპროეტესტო აქცია დღეს დილით განახლდა. აქციის მონაწილეეები კომპანია „მეტრო+“-ის წინააღმდეგ გამოდიან. მძღოლებმა საპროტესტო აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა რომ ახალი სატრანსპორტო კომპანია პირველ რეისს 17 მარტს შეასრულებდა.ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.მძღოლები შიშობენ, რომ ახალ კომპანიას კონკურენციას ვერ გაუწევენ და სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან. აქციაზე, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მძღოლი ბესიკ თაქთაქიშვილი პოლიციამ დააკავა, თაქთაქიშვილი გზაზე დაწვა და თავის მოკვლით იმუქრებოდა.კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ პირველი რეისი დღეს დილით 8 საათზე უნდა განეხორციელებინა, რომელიც მძღოლების პროტესტის გამო არ შესრულდა, თუმცა საპროტესტო აქციის მიუხედავად კომპანიამ პირველი რეისი 12 საათზე განახორციელა. ავტობუსის უსაფრთხოდ გაყვანა პოლიციის კორიდორის გაკეთების შემდეგ გახდა შესაძლებელი.მძღოლებმა გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას 4 მათგანი დააკავეს.ადგილზე იმყოფებოდა კომპანია „მეტრო +“-ის დამფუძნებელი ვახტანგ კაკულია, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას კერძო სადგომთან კანონის სრული დაცვით გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და კანონიერად ასრულებს რეისს კომპანია, ხოლო რაც შეეხება მის პრივილეგიებით სარგებლობას, გამომდინარე იქედან, რომ ის ფოთის მერის ძმაა, ამბობს, რომ დამოუკიდებველი ადამიანია და აქვს თავისი ბიზნესი.
“მეტრო ჯორჯიამ” მძღოლების პროტესტის მიუხედავად რეისი მაინც შეასრულა
სიახლეები
საზოგადოება
ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს
მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...
საზოგადოება
სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...
სიახლეები
14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...
სიახლეები
ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს
მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...