მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან...

ზუგდიდი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასპინძლობს

Published on

ზუგდიდში  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლი ელჩს ზუგდიდის მერიაში  უმასპინძლეს. შეხვედრაში ზუგდიდის მერთან ერთად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა მონაწილეობდნენ. 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერი ჰოლს   ზუგდიდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები გააცნეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტები და თანამშრომლობის გზები.

მერი ჰოლ ჰოლი დაესწრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საანგარიშო სხდომას, რომელზედაც    საკრებულოს წინაშე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშით წარსდგებიან საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების წარმომადგენლები. სხდომას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებცი დაესწრებიან.

13:30 საათზე უცხოელი დიპლომატი ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მიის თანამშრომლებთან ერთად ენგურჰესი და ადმინისტრაციული საზღვარი დაათვალიერა, იგი ეწვია აგრეთვე ფერმერებს  და  დაათვალიერა ევროკავშირის მხარდაჭერით გამართული სასათბურე მეურნეობები.  

 



 

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...