მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი "მეტრო ჯორჯიასა" და მძღოლებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ჩიქოვანი “მეტრო ჯორჯიასა” და მძღოლებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

Published on

სატრანსპორტო კომპანია "მეტრო ჯორჯიას" და დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს შორის მიმდინარე დავას ეხმიანება პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი. დეპუტატმა ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "კონფლიქტის მოგვარებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა". ამასთან, ირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს კონკურენციის სააგენტოს დაინტერესდეს და შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.
"სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ მიერ, ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ახალი რეისების დანიშვნამ ვნებათაღელვა გამოიწვია, რომელიც დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. მღელვარების საფუძველს წარმოადგენდა 140 – ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმის მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხე, რაც სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს მათ და მათ ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის იმედად აქვთ აღებული საბანკო ვალდებულებები.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში გარანტირებული უნდა იყოს ბიზნესის კეთების თავისუფლება, რისი მთავარი და აუცილებელი პირობაა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს თავისუფალი კონკურენციის პირობები. მივმართავ კონკურენციის სააგენტოს, დაინტერესდეს და შეისწავლოს საკითხი, ვინაიდან ინდივიდუალური მეწარმეების მხრიდან პირდაპირ იქნა მითითებული იმ გარემოებებზე, რომლებიც შესაძლოა გარკვეული კონკურენციის პირობების დარღვევას წარმოადგენდეს.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ადეკვატური თანამონაწილეობა უნდა მიიღოს კონფლიქტის მოგვარებაში ადგილობრივმა თვითმართველობამ, რომელმაც მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ამ საკითხის გადაწყვეტას. არანაკლები როლი ენიჭება გუბერნატორის ჩართულობას და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ჩართულობა არ უნდა იყოს მიმართული რომელიმე მხარის სასარგებლოდ.
საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ შეეცდება, აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო დონეზე დაარეგულიროს და დაიწყოს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე.
მინდა ავღნიშნო, რომ ყურადღებით ვადევნებ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. უკვე მქონდა შეხვედრები და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა." – აღნიშნულია პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...