მთავარისიახლეებიკულტურა„ჩერქეზულ-ქართველური ენობრივი შეხვედრები“ - მანანა ბუკიას ახალი წიგნის პრეზენტაცია თბილისში

„ჩერქეზულ-ქართველური ენობრივი შეხვედრები“ – მანანა ბუკიას ახალი წიგნის პრეზენტაცია თბილისში

Published on

თბილისში, ჩერქეზული ( ადიღური) კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესორ მანანა ბუკიას ახალი წიგნის „ჩერქეზულ-ქართველური ენობრივი შეხვედრები“ წარდგენა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჩერქეზი და ქართველი ენათმეცნიერები, ზოგადად მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, სხვა დაინტერესებული პირები. მათ მაღალი შეფასება მისცეს ნაშრომს და ხაზგასმით აღნიშნეს მისი მნიშვნელობა კაკასიურ ენათა ნათესაობის მეციერული შესწავლის სფეროში. ნაშრომი განკუთვნილია ქართველურ და კავკასიურ ენათა მკვლევარებისთვის, ასევე დაინტერესებული მკითხველისათვის. იგი მომზადდა კულტურის ცენტრის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში და გამოიცა ცენტრის დირექტორის პროფესორ მერაბ ჩუხუას რედაქტორობით. ნაშრომს საფუძვლად უდევს ავტორის მრავალწლიანი მუშაობის შედეგები ჩერქეზული და ქართული ენების შედარებითი კვლევის სფეროში. როგორც მკვლევარი ამბობს, ,,წიგნში გამოყოფილია აგრეთვე უბიხური სიტყვების მთელი რიგი, რომლებიც მხოლოდ ქართველურში გვხვდება,ოღონდ მათი დიდი ნაწილი ქართველურიდან არის შეთვისებული უბიხურში''. მანანა ბუკია არის ავტორი არაერთი ნაშრომისა საერთოკავკასიური ლექსიკური ერთეულების ძიებისა და ანალიზის სფეროში. ქართველურ და კავკასიურ ენათა მკვლევარებისა და დაინტერესებული მკითხველის წრეში ფართოდ არის აღიარებული მისი წიგნი ,,ნარკვევები ქართულ – აფხაზური ლინგვოკულტურული ურთიერთობის ისტორიიდან", რომელშიც გაანალიზებულია დარგობრივი ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც დაიძებნება ქართველურსა და აფხაზურ ენებში, დადგენილია ქართულ- აფხაზური ლექსიკური ერთეულების სესხების მიმართულებები და ქრონოლოგია, ლინგვოკულტურული გარემო, რაშიც უხდებოდათ თანაცხოვრება ქართველებსა და აფხაზებს. მანანა ბუკიას ახალი წიგნის პრეზენტაცია მიეძღვნა ჩერქეზული ენისა და კულტურის დღეს, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 14 მარტს.

 

 

სიახლეები

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...