მთავარისიახლეებისამართალიპირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით დაკავებულია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი

პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით დაკავებულია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი

Published on

რუსთავი 2 ცნობით პროკურატურამ კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე დააკავა. მათი დაკავება, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება. ჯამალაშვილის ბრალი დღეს უნდა წაუყენონ.

როგორც ცნობილია, დაკავებულის ბინიდან ამოღებულია კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და კიდევ სხვა ნივთები. ჯამალაშვილის ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და არ იცის, რისთვის არის დაკავებული.

ზურაბ ჯამალაშვილი ჰაკერის ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ამჟამად კი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...