მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერ მინისტრი სამძიმარს უცხადებს თურქ ხალხს

პრემიერ მინისტრი სამძიმარს უცხადებს თურქ ხალხს

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მთავრობის მეთაური სამძიმარს უცხადებს თურქ ხალხს .

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა, იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა", – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ანკარაში მომხდარი აფეთქებისას 34 ადამიანი დაიღუპა, 120-მდე კი დაშავდა. საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. დაშავებულთა და გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თურქეთში საქართველოს საელჩოში მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზი" ამოქმედდა. 

მოქალაქეებს  საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 

+905336903040 


 

 

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...