მთავარისიახლეებიეკონომიკასამეგრელო-ზემო სვანეთში უსასყიდლოდ დარიგდა თუთის 10 750 ნერგი

სამეგრელო-ზემო სვანეთში უსასყიდლოდ დარიგდა თუთის 10 750 ნერგი

Published on

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში საქართველში  შუა აზიიდან შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების დარიგება დაიწყო. 

დღეისათვის ნერგების ნაწილი გაცემულია   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 10 750 ნერგი, იმერეთში – 11 100, გურიასი – 13 800, კახეთში – 16 050, აჭარაში – 3 300.

ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდება  დაინტერესებულ ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და ნერგების მწარმოებლებს. 

ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ უზბეკეთიდან ჩამოიტანა  თუთის ასი ათასი ნერგი და სახელმწიფოს გადასცა. 

 უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი გამოიყენება მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით.

სიახლეები

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

სავარაუდოდ, შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვიეს – შსს ლიბერთიზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის...