მთავარისიახლეებიექსკლუზივიირაკლი ალასანია: "ბინძური მეთოდებით ვინც მუშაობს, ის აუცილებლად აგებს არჩევნებს და ხალხის...

ირაკლი ალასანია: “ბინძური მეთოდებით ვინც მუშაობს, ის აუცილებლად აგებს არჩევნებს და ხალხის მორალურ მხარდაჭერას“

Published on

„მე არ ვიცი რა კადრებზეა საუბარი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ასეთი ბინძური მეთოდებით ვინც მუშაობს, ის აუცილებლად აგებს არჩევნებს და ხალხის მორალურ მხარდაჭერას“ – ასეთი კომენტარი გააკეთა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც თითქოსდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პირად ცხოვრებას ასახავს.

ამასთან, მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, "მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი დაგადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები"- აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...