მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდის თეატრი ინგრევა, კულტურული დაწესებულება შველას ითხოვს

ზუგდიდის თეატრი ინგრევა, კულტურული დაწესებულება შველას ითხოვს

Published on

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უმძიმესი მდგომარეობაა. ორი დღის წინ კულტურულ დაწესებულებაში დირექციის მისაღებ ოთახში ჭერი ჩამოინგრა. არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები თეატრის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელ Facebook -ის გვერდზე განათავსა. ამჟამად თეატრში თეატრალური წარმოდგენები შეწყვეტილია, მსახიობთა დასი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო წარმოდგენებს ვერ მართავს. ბოლო სპექტაკლი ზუგდიდის თეატრმა მაყურებელს 2015 წლის 26 დეკემბერს შესთავაზა.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით თეატრის შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეამოწმა, რომელმაც უახლოეს მომავალში უნდა წარმოადგინოს დასკვნა ექვემდებარება თუ არა თეატრის შენობა რემონტს. თეატრის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ არ დააყოვნებს შესაბამისი სტრუქტურების შემდგომი ნაბიჯები, რადგან არსებული მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და უკიდურესად საგანგაშოა.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...