მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიის პორტის პროექტი ვაშინგტონში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

ანაკლიის პორტის პროექტი ვაშინგტონში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

Published on

„ამერიკის ხმის" ცნობით, ანაკლიის პორტის პროექტი წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა  ვაშინგტონში გამართულ „გლობალური ინფრასტრუქტურის ლიდერშიფის ფორუმზე" 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაში გამარჯვებულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" (Anaklia Development Consortium) რომელიც თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძლებული    კომპანიაა. 

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. 

პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს, რაც მშენებლობის  დაწყებიდან  არაუგვიანეს  3  წელიწადში  მოხდება. 

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“  წარმომადგენლები აცხადებნ, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი,  ხოლო   მშენებლობის  დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს. 

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის , მათ შორის  10 000 კონტეინერის ტევადობის გემების  მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.  – იუწყება ,,ამერიკის ხმა''

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...