მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონი ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ თარხან ბათირაშვილი ლიკვიდირებულია

პენტაგონი ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ თარხან ბათირაშვილი ლიკვიდირებულია

Published on

პენტაგონი ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს,  რომ სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი ომარ ალ შიშანი  იგივე თარხან ბათირაშვილი ლიკვიდირებულია. უწყების პრეს მდივანი პიტერ კუკი აცხადებს, რომ  საჰაერო ოპერაცია შიშანის დაჯგუფების განადგურების მიზნით ნამდვილად ჩატარდა, მაგრამ დეტალებს არ აკონკრეტებს.

უცხოური მედია კი ავრცელებს ინფორმაციას,რომ  ომარ ალ შიშანი, 4 მარტს სირიაში ალ შადადის პროვინციაში სარაკეტო იერიშებს ემსხვერპლა.

ალ შიშანზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ძებნა აქვს გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელის დადგენისათვის რამდენიმე მილიონის ჯილდოც არის გამოყოფილი.

 თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მის ოჯახს. კურიერთან კომენტარში მისი მამა აცხადებს, რომ 

 შვილთან დიდი ხანია კონტაქტი არ ქონია და ამის შესახებ არაფერი იცის. იგი იმედოვნებს, რომ ეს მორიგი მცდარი ინფორმაციაა.

თარხან ბათირაშვილი, საქართველოს მოქალაქეა. ის სამხედრო მოსამსახურე იყო, თუმცა წლების წინ საქართველო დატოვა და ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანდა .თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ რამდენჯერმე გაავრცელა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...