მთავარისიახლეებისამხედრო თემასაქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს

Published on

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს. პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დასავლეთ სარდლობის შტაბსა და მეორე ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა წარუდგინა. 
პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში 1999 წლიდან მსახურობს. სარდლობამდე ის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის მეთაური იყო. 
როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, ჯაბახიძის სამხედრო ბიოგრაფია აფხაზეთის ომით იწყება, სადაც ის მოხალისედ წავიდა და შავნაბადის ბატალიონში ფაქტობრივად ომის დამთავრებამდე იბრძოდა. 
ჯაბახიძეს მიღებული აქვს ჯილდოები, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები- "გენერალი კვინიკაძე", "გენერალი მაზნიაშვილი", ასევე "სამშობლოსთვის თავდადებული," გარდა ამისა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და აშშ -ს მედლები საბრძოლო დამსახურებისთვის 2006-2007 წლებში. 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...