მთავარისიახლეებისაზოგადოებაიუსტიციის მინისტრის ვიზიტის პარალელურად მუშებმა ზუგდიდში აქცია გამართეს

იუსტიციის მინისტრის ვიზიტის პარალელურად მუშებმა ზუგდიდში აქცია გამართეს

Published on

სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობის გახსნის ცერემონიის პარალელურად ზუგდიდის ტროტუარებზე ფილების დამგებმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვდნენ. მუშების განცხადებით, მათ მინისტრთან შეხვედრა სურდათ, რათა მისთვის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის დამქირავებელი კომპანიისგან სახელფასო დავალიანების გასტუმრებაში დახმარება ეთხოვათ. დღესაც მუშებთან ერთად ადგილზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

სამეგრელოს რეგიონული არქივის გახსნის ცერემონიის დასასრულს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპროტესტო აქციის მონაწილე მუშებს შეხვდა. როგორც მათ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, მინისტრისგან მიიღეს პირობა, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესდება და მათ კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...