მთავარისიახლეებიექსკლუზივი,,გამჭვირვალეა პოეტის ბედი..."

,,გამჭვირვალეა პოეტის ბედი…”

Published on

მეორე წელი იწურება რენე კალანდიას გარდაცვალებიდან, მის წასვლას კი დღემდე თავდაპირველი ელდითა და გაუნელებელი ტკივილით ეხმაურებიან კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

პოეტის მეუღლე დალი ყალიჩავა – კალანდია  გვაჩვენებს რამდენიმე წერილს, რომლითაც თანამედროვე ლატვიის უდიდესი პოეტები გამოეხმაურნენ ამ ტრაგიკულ ამბავს. 

კნუტს სკუენიექსი: „სამწუხარო ცნობა მივიღეთ საქართველოდან: გარდაიცვალა რენე კალანდია. რენეს უყვარდა ლატვია, ლატვიას უყვარდა რენე. არამარტო კოლეგებისთვის, არამედ ბევრი ლატვიელისთვისაც იგი დარჩება ლეგენდად. ნიჭიერი პოეტი, ლატვიური პოეზიის ერთ-ერთი პიონერი და პრომოუტერი საქართველოში, ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებას განსაკუთრებული არტისტიზმით ხვდებოდა. რენესთან ერთად ბევრი გვიმოგზაურია ლატვიაში და ეს ყოველთვის დღესასწაული იყო. ასევე დღესასწაული იყო ჩვენი ყოველი შეხვედრაც. მშვიდობით, რენე! სიკვდილი შენ ვერას დაგაკლებს, ისეთი ხსოვნა დაგვიტოვე“. 

იანის როკპელნისი: „რენეს ამ ქვეყნიდან წასვლა დანაკარგია მისი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს დანაკარგია ლატვიისთვისაც, რადგან პოეტის ჭეშმარიტი სამშობლო ენაა. ის ცოცხლობდა ქართულ და ლატვიურ ენებში და ისინი არასოდეს დაივიწყებენ მას“. 

ულდის ბერზინში: „მე ვიცოდი, რომ საქართველოში, ქართულ პოეზიაში მე მყავდა ძმა- რენე. ახლა გავიგე, რომ მარტო დავრჩენილვარ“. 

ხშირად ხდება , რომ მაინცდამაინც სხვამ, უცხომ უნდა დაგვიდასტუროს, რომ ადამიანი, რომელთანაც ერთ ჰაერს ვსუნთქავთ,  ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და თითქოს კარგად ვიცნობთ, არის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია, ან უარესიც –   ვიცით მისი ფასი, მაგრამ თავს არ ვუტყდებით, რადგან  იგი, ამქვეყნიური რია–რიისა და წვრილმანი ვნებებისგან გარიდებული, ჩვენზე ერთით მეტი, სხვა , შეუცნობელი  ცხოვრებითაც ცხოვრობს,  შეუცნობელი კი გვაშინებს და საკუთარ თავზე შეყვარებულებს დისკომფორტს გვიქმნის თავისი გამორჩეულობით. თუმცა რენე კალანდია არც არავის გაჯიბრებია  ოდსმე – ის ამაზე მაღლა იდგა და იყო  იმ იშვიათ ადამიანთაგანი, რომელიც ისეა გამარჯვებული, რომ შეჯიბრში  არ მონაწილეობს. 

 .,,როდესაც ჩვენ გვერდით იმყოფება ადამიანი, მასში ყოველთვის გვსურს ჩვეულებრივი პიროვნება დავინახოთ. გვიჭირს აღქმა, რომ ის  არ გვგავს, ჩვენნაირი არაა. დავშორდებით თუ არა, ჩვენ შორის მანძილი კი არ იზრდება, უფრო მოკლდება, თვალსაწიერიდან უფრო მკვეთრად ჩანს მიღმიერებაში გარდასახული. რენე კალანდიაც ასეთი იყო… ''– წერს ახალგაზრდა პოეტი და კრიტიკოსი ზაალ ჯალაღონია ესსეში ,,გამჭვირვალეა პოეტის ბედი"… – მისი პოეზია არაა ტრაფარეტული, შაბლონური. არ მიყვება უკვე გათელილ შარას, მუდმივად ახლის ძიებით არის მოტივირებული.
 მისი ლექსი მოცახცახეა, ნერვიული. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში სტრიქონების დატეხვის მეთოდი, რომელსაც ანჟაბემანი ეწოდება. ეს არ არის, ნაძალადევად მოწოდებული მეთოდი, ის ლექსში ბუნებრივად, ორგანულად გამოიყურება.
 რენე კალანდია თანამედროვე აზროვნების პოეტია,  ეპოქის აჩქარებული რიტმი შემოაქვს ლექსში. 

 რენე კალანდია  ბრმად არ მიჰყოლია დიდი კლასიკოსების გზას. მათგან იღებდა, გარდაქმნიდა ,,რენესეულს“  ძერწავდა. ზოგი ამჩნევდა მის ამ თვისებებს, ზოგიც ვერ ამჩნევდა,ზოგიც სულაც თვალს ხუჭავდა ამ ყველაფერზე. ესეც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, და ალბათ მუდმივად ასეც იქნება წუთისოფლის ავან-ჩავანის გამოისობით.
 რენე კალანდიას პოეზია სულდგმულობს პარიზული ,,კაფე შანტანების,“  ,,ტავერნა-ბარების“ ფრანგული ეშხით და სურნელებით, თუმცა მასში ქართული დიდი სევდა და  ტრაგიზმიცაა საცნაური. რენე კალანდიას შემოქმედებაში რუსი ფუტურისტების, სიმბოლისტი მანდელშტამისა და კონკრეტულად, გენადი აიგის პოეზიის შტრიხებიც იკვეთება.  ასევე იგრძნობა, ლატვიური მოტივების ორგანული შეხამება ქართულ ხასიათთან. ამას ყველაფერს ოსტატური  კალმის მოსმით ახერხებს. პოეტმა ლატვიაში გარკვეული ხანი დაჰყო… გენადი აიგი, ასევე დიდი პოეტი, მისი მეგობარი იყო. და მაინც, რენე კალანდიას აზროვნება თავისთავადია, ტრადიციის გათვალისწინებით ცდილობს მოდერნული ავანგარდი წარმოაჩინოს.
 ასეთი ურთულესი ნიუანსები გადმოიტანა პოეტმა. ეს ერთგვარი პროტესტი იყო კომუნისტური რეჟიმის მიმართ, რომელიც პოეტს სტანდარტულ აზროვნებისკენ უბიძგებდა. ამიტომაც რენე კალანდია არ იყო მათი საყვარელი პოეტი. ის მუდმივ მეამბოხედ დარჩა:
 
 ,,წადით!.. მომშორდით!… მე მომბეზრდა თქვენი სინაზე
და გაოცება- ნიღაბიზმის აღორძინება. მქუხარე ტაშიც..
ან მე წავალ და სველ სილაზე დავტოვებ ამბოხს,
თავგანწირვას, აზრის დინებას.''
 
პროტესტი ცხოვრების წესში. პროტესტი ფორმაში.  ყველგან პროტესტი დრომოჭმული სტერეოტიპების წინააღმდეგ.
 ერთგან ასეთ საოცარ რამეს იტყვის:
,, ,ჟამი სულისა და ხორცის გაყრის,დამდგარა-
შენთან საუბარს ვბედავ.
მეისტორიე სახეში მაყრის-ნაგავს 
და ძმაო,ვერაფერს ვხედავ.
აქ წყეულ გზაზე სხედან მგლები და
 კაბინეტებში სხედან ტურები.
ეჰ, თვალნი დამრჩა დასათხრელი და,
-ლიტერატურას ვეტურტურები."
 
პოეზია არ არის სტატიკური მოცემულობა, ის მუდმივად ვითარდება, დინამიურია. რენე კალანდიას პოეზია მომავალშია  საძიებელი." – წერს ზაალ ჯალაღონია.
მომავლის ქვეყანა  უსათუოდ იტყვის თავისას, მაგრამ ჩვენი ვალია, ცოტა მეტი ვიფიქროთ მისი სახელის უკვდავყოფაზე მის მშობლიურ ზუგდიდში და, როცა შესაძლებლობა იქნება, მისთვის არანაკლებ მშობლიურ სოხუმშიც. ამ ორმა ქალაქმა რენე კალანდია აჩუქა ქართულ პოეზიას – განა შეიძლება ეს სიამაყის საგანი არ იყოს?

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...