მთავარისიახლეებიმსოფლიოცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში 27 თებერვალს ამოქმედდება

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში 27 თებერვალს ამოქმედდება

Published on

ჯონ კერი სირიის ჩრდილოეთით გამორიცხავს უსაფრთხოების ზონის შექმნას სახმელეთო ჯარის მხარდაჭერის გარეშე.

სენატში სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზონა პენტაგონის გათვლებით, რეგიონში 30 ათასამდე ქვეითი ჯარისკაცის განლაგებას საჭიროებს.

ჯონ კერი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ მზად არ არის. 

თუ მხარეები შეთანხმებას არ შეასრულებენ, ვაშინგტონში ალტერნატიული სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ერთ-ერთი უსაფრთხოების ზონის შექმნას ითვალისწინებს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეჭვობს, რომ სირიის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სარგებელს მხოლოდ ბაშარ ასადს მოუტანს. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში, გუბერნატორებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ერდოღანის თქმით, სამთავრობო ძალები და რუსეთი ზავის პერიოდს, ტერორისტებთან ბრძოლის საბაბით, ოპოზიციურ ჯგუფებზე იერიშების მისატანად გამოიყენებენ. სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის ლიდერმა  კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ოფიციალური მოსკოვი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში 27 თებერვალს ამოქმედდება.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...