მთავარისიახლეებისაზოგადოებასახელმწიფო დროშები დაშვებულია - საქართველო ოკუპაციის დღეს აღნიშნავს

სახელმწიფო დროშები დაშვებულია – საქართველო ოკუპაციის დღეს აღნიშნავს

Published on

თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებთან, მთავრობის კანცელარიასა და პრეზინდეტის სასახლესთან,   სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაშვებულია. ასე ხვდება საქართველო  25 თებერვალს –  საბჭოთა ოკუპაციის დღეს. 

დილიდან ხალხმრავლობაა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან და ტაბახმელაში ,  12:00 საათზე  ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და უბრალო მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან ტაბახმელაში,  მემორიალს  გვირგვინით შეამკობს საქართველოს პრეზიდენტი. 

საბჭოთა ოკუპაციის თემაზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრემიერმინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გიორგი კვირიკაშვილმა 25 თებერვლის მოვლენები შეაფასა და იმ ადამიანების გმირობაზე ისაუბრა, ვინც 1921 წელს თავი გაწირა.

 

"ეს ომი საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის დღეს მოგებულია.  ის, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები, თუნდაც საქართველოს დასავლური კურსის თაობაზე, ამ ადამიანების და კიდევ არაერთი გმირის დამსახურებაა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის," – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი, ბრძოლა დღესაც გრძელდება, ჩვენი ვალი და ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთო იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლება, ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს,“- აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ლიდერი  დავით ბაქრაძემ.  

გიორგი კანდელაკის თქმით, "ჩვენი თაობის ვალია, მივაღწიოთ იმ მიზანს, რისთვისაც იბრძოდნენ და თავს წირავდნენ ქართველი ჯარისკაცები, ოფიცრები და უბრალო მოქალაქეები 1921 წლის თებერვალ-მარტში. ეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, წარმატებული, ევროპული საქართველო და არ მოვცეთ სხვადასხვა მოღალატეს, კოლაბორაციონისტს, კომუნისტური პარტიის გადმონაშთს, რომელთა ნაწილიც დღეს ხელისუფლებაშია, რომ ხორცი შეასხან თავიანთ შავ-ბნელ ზრახვებს"

 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა,  რის შემდეგაც . რუსეთის მე-11 წითელი არმია  უბრძოლველად შეიჭრა თბილისში. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. 

 

 

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

 

 

 

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...