მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის საზღვარზე გადაადგილების დროებითი გამარტივებით ორი...

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის საზღვარზე გადაადგილების დროებითი გამარტივებით ორი კურდღელი დაიჭირა

Published on

პირველი აპრილიდან აფხაზეთის დე – ფაქტო ხელისუფლება სავიზო რეჟიმს უწესებს ყველა ქვეყანას, ვინც უარი თქვა მისი დამოუკიდებლობის აღიარებაზე. გუშინ ეს წესი ბელორუსიის მოქალაქეების მინმართ ამოქმედდა.

ამ ფონზე ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა ენგურის ხიდზე მოძრაობის დაშვება ქართული პასპორტებით, საშვების გარეშე, რასაც მალემრწმენი ადამიანები სიხარულით შეხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გამოითქმოდა აზრი, რომ ეს დაშვება და კომპრომისი დროებითი იყო და მიზნად ისახავდა ქართული პასპორტის მქონე ადამიანების ,,ლუსტრაციას".

მართლაც, როგორც ცნობილია დე ფაქტო ხელისუფლება თვლის, რომ ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი აფხაზური პასპორტის მიღების მიზნით  მალავს, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა, ქართული პასპორტის მატარებელი.  შესაბამისად, ეს იყო ერთგვარი ტესტი, რომელიც დაეხმარა ხელისუფლებას მათ იდენტიფიკაციაში. საკონტროლ;ო – გამშვებ პუნქტზე გადასვლისას უნებლიედ დარეგისტრირდა ყველა ქართული პასპორტის მატარებელი, რაც იყო კიდეც ამ კომპრომისის დაშვების  მიზანი.    დღეს ენგურის ცენტრალურ ხიდზე რამდენიმე დღიანი თავისუფალი მოძრაობის შემდეგ მიმოსვლა ისევ შეიზღუდა. 

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ასობით ადამიანი გალში, საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. შესაძლოა ეს გაგრძელდეს ბინადრობის უფლების დამადასტურებელი საბუთების გაცემამდე, რაც აიძულებს ამ ადამიანებს საკონტროლო -გამშვები პუნქტის გავლით, შემოვლითი გზებით   დაბრუნდეს სახლებში, რაც გარკვეული რისკების შემცველია. ჯარიმები და სანქციები საზღვრის უკანონო გადალახვისთვის აფხაზეთის ბიუჯეტის შევსებისათვისაც კარგია , ასე რომ დე ფაქტო ხელისუფებამ ორი კურდღელი დაიჭირა.
 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...