მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოს მთავრობა აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან შემოიტანს

საქართველოს მთავრობა აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან შემოიტანს

Published on

ამ წუთებში დასრულდა ბრიფინგი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში. ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, აფხაზეთის ელექტრომარაგებაში   შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ,,აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება გარკვეულწილად დარეგულირდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს მხოლოდ დროებითი ზომებია და გრძელვადიან პერსპექტივაში  საწიროა საფუძვლიანი მუშაობა პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტისთვის .

"აფხაზეთის ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშოროსო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია", – განაცხადა კალაძემ.  

სიახლეები

2026-2027 სასწავლო წელს I კლასში დარეგისტრირების წესი იცვლება

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, 2026-2027 სასწავლო წელს, ერთჯერადად, ბავშვის I კლასში დარეგისტრირების...

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...