მთავარისიახლეებიეკონომიკაბრიფინგი ენერგეტიკის სამინისტროში – რა ზომებს მიმართავს საქართველოს მთავრობა თავის ტერიტორიაზე...

ბრიფინგი ენერგეტიკის სამინისტროში – რა ზომებს მიმართავს საქართველოს მთავრობა თავის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის?

Published on

ენერგეტიკის სამინიტროში ბრიფინგი იწყება  – წინასწარი ინფორმაციით, საუბარი აფხაზეთის ენერგომომარაგებას შეეხება.განცხადებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გააკეთებს.

 ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია უკვე ოცი დღეა შეზრუდვებით მიეწოდება. ეს დაკავშირებულია "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის მნიშვნელოვნად დაკლებასთან და შესაბამისად  ჰიდროელექტროსადგურზე 25 იანვრიდან დროებითი გათიშვის სისტემის ამუშავებასთან. გათიშვის სისტემა ასეთ პირობებში 15 აპრილამდე იმოქმედებს, უფრო მეტიც,   ელექტროენერგიის მიწოდება   ენგურჰესიდან მარტში სრულად შეწყდება.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეზღუდვები, მათ შორის დროებითი გათიშვის სისტემის ჩართვა ეფექტს ვერ მოიტანს,რადგან ბოლო ერთი წელია, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, საჭიროა რაღაც დამატებითი ზომები, კერძოდ, ალტერნატიული წყაროები,     ამის გათვალისწინებით ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 16 თებერვლიდან მოიხსნა.

გუშინ კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურმა განაცხადა, რომ სანამ ენგურში წყლის დონე არ მოიმატებს, აფხაზეთის მომარაგებას ელექტროენერგიით რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

რა ზომებს მიმართავს საქართველოს მთავრობა თავის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის? პასუხი ამ კითხვას სავარაუდოდ, დღევანდელ ბრიფინგზე უნდა გაეცეს.  

 

სიახლეები

2026-2027 სასწავლო წელს I კლასში დარეგისტრირების წესი იცვლება

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, 2026-2027 სასწავლო წელს, ერთჯერადად, ბავშვის I კლასში დარეგისტრირების...

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...