მთავარისიახლეებისამართალიბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ბეტონის საფარქვეშ ძვალი იპოვეს

ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ბეტონის საფარქვეშ ძვალი იპოვეს

Published on

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში  ეჭვმიტანილი ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში სამართალდამცველებმა ძვალი იპოვეს. ნივთმტკიცება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
 ავტოფარეხში დამატებითი საგამოძიებო მოქმედება  ჩატარდა  მას შემდეგ,  რაც მისი ბეტონის საფარის ქვეშ გეო-რადარმა  ანომალიური ნივთის არსებობა დააფიქსირა.
კუჭავას ქვრივი მარინა ნიკოლოზაშვილი ფაქტს სასაცილოს უწოდებს.
„რაღაც ძვალი იპოვეს და ის ამოიღეს. სხვა ვერაფერი  ნახეს. დალუქეს და წაიღეს. ძალიან სასაცილოა. მიწაში იპოვეს, სადაც ქვები იყო, ნაგავი", – განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...